„ძალიან დიდი იმედი მაქვს, ლიდერები სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან. ჩვენი მიზანი მოითხოვს რუსული ენერგორესურსებისგან თავისუფლებას. ევროკავშირის ერთიანობა ჩვენი ორგანიზაციის მთავარ სიძლიერედ უნდა დარჩეს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება იმედი, პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა ამ დრომდე მხარს გვიჭერს და ეს უნდა შევინარჩუნოთ. მე კოლეგებს ვესაუბრე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მომავალი სამიტის სამზადისზე. ველოდებით ევროკომისიის დასკვნას. ევროპარლამენტის პოზიცია ასეთია - გვინდა თუ არა ჩვენ, რომ უკრაინა უყურებდეს ევროპას? თუ გვინდა უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოს ეჭვი შეეპაროს ჩვენ უნარში მივიღოთ მნიშვნელოვან დროს გადაწყვეტილებები და ვიყოთ წამყვანი ძალა. ჩემი მოსაზრება ასეთია. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ევროპას და ეს სიგნალი გავუგზავნოთ უკრაინელ ხალხს. უკრაინას სჭირდება იმედი, პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.