logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, მოიძებნოს რაიმე ალტერნატივა უკრაინისთვის - უკრაინამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს
- +

30 მაისი. 2022. 22:42

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტრატეგიულ დონეზე, ევროკავშირმა უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსი უკვე ივნისში უნდა დაამტკიცოს.

 

„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, მოიძებნოს რაიმე ალტერნატივა უკრაინისთვის, რაც არავის სჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ ყველა საჭირო კრიტერიუმი შევასრულეთ ამ სტატუსისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ის ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული უკრაინაში, შეცვლიან აზრს და გამოავლენენ ხალხთა ერთიან ძალას, რომლებიც უპრეცედენტო უმრავლესობით დაუჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner