„მე ველოდები ევროკომისიის ანგარიშებს ივნისის დასაწყისში. ანგარიშების შემდეგ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე მჯერა, რომ შესაძლებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე სახელმწიფოსთვის, მაგრამ როგორც იცით, ეს პოლიტიკური პროცესია. რა თქმა უნდა , ახლა პრიორიტეტი უკრაინაა. უკრაინა ომშია. უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„ზოგჯერ ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, როგორც ბიუროკრატიულ პროცედურებზე, ბიუროკრატიულ მოთხოვნებზე. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს, იცავენ არამარტო საკუთარ თავს, არამედ გვიცავენ ჩვენ, იცავენ ჩვენს თავისუფლებას და ეს არის ყველაზე მცირე რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინისთვის. ჩვენ შეგვიძლია უკრაინას მწვანე შუქი ავუნთოთ. ეს მწვანე შუქი ნიშნავს ძალიან გრძელ გზის დასაწყებად ნაბიჯის გადადგმას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.