logo_geo
eng_logo
რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი პოზიტიურად უყურებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
- +

30 მაისი. 2022. 22:51

 

 

„მინდა, ევროპარლამენტის პოზიცია იყოს ყველასთვის ცნობილი. ევროპარლამენტი პოზიტიურად უყურებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს იქნება არამარტო პოლიტიკური გზავნილი, არამედ ეს ხელს შეუწყობს უკრაინის ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯების გადადგმას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპარლანენტის პოზიცია ძალიან ძლიერია.

 

„პირველ აპრილს მე ჩავედი კიევში, მივმართე რადას და შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე და საკითხი ასე იდგა - რას აპირებს ევროპა? აპირებს ევროპა გაუღოს კარი ქვეყანას, რომელიც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის, თუ არა? ჩვენ ევროპის ომს ვომობთ და თქვენ მზად ხართ გაგვიღოთ კარი? ამის შემდეგ ჩვენი მოვალეობა იყო არა მარტო პოლიტიკური რიტორიკის გამოყენება, არამედ ხაზგასმით თქმა, დიახ, ჩვენ ვართ მზად კარის გასაღებად. რას ნიშნავს კარის გაღება? როდესაც უკრაინა სინათლის სიჩქარით პასუხობს კითხვარს, ჩვენც ეფექტიანები უნდა ვიყოთ პასუხის გაცემის დროს. დიდი იმედი გვაქვს, ლიდერები გადაწყვეტილებას მომავალ სამიტზე მიიღებენ. ჩვენ ბევრი წელი დაგვჭირდა გასაწევრიანებლად, მაგრამ მიზანი ევროკავშირის მაგიდასთან ყოფნა იყო და საერთო ღირებულებების, შესაძლებლობების გაზიარება. უკრაინის მოსახლეობის 97%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და მათ ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. მე ვისაუბრე სამიტზე ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაზე, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა. რა თქმა ნდა, ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს და იქნება განსხვავებული პროცესები, მაგრამ ჩვენი, როგორც კავშირის მარცხი იქნება, თუ სხვაგვარად მოვიქცევით. ახლა არის მომენტი და ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner