მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის შესახებ ბრძანება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ „დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს კონსულტაციები რუსულ მხარესთან სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო. შესაბამის ბრძანებას დეფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.
ბიბილოვი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევთან დამარცხდა. გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს შედგა.