logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ევროპამ ძალა უნდა აჩვენოს, რადგან რუსეთი არგუმენტად მხოლოდ ძალას აღიქვამს
- +

30 მაისი. 2022. 23:57

 

 

„ევროპამ ძალა უნდა აჩვენოს, რადგან რუსეთი არგუმენტად მხოლოდ ძალას აღიქვამს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

„უფრო დიდი ერთობა ნამდვილად არის ამ სიძლიერის საფუძველი, ევროპაში ყველა უთანხმოება უნდა დასრულდეს, ვინაიდან შიდა უთანხმოება მხოლოდ წაახალისებს რუსეთს, უფრო და უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს თქვენზე, მთელ ევროპაზე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება უნდა შედგეს.

 

„სანქციები ეფექტური უნდა იყოს , ნავთობის ემბარგოს ჩათვლით, რათა რუსეთმა იგრძნოს იმის ფასი, რასაც უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ ახორციელებს. თქვენ და ჩვენ საბოლოოდ უნდა გავხდეთ დამოუკიდებელნი რუსული ენერგეტიკული იარაღისგან. ყოველ შემთხვევაში, ნავთობის კომპონენტისგან“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner