logo_geo
eng_logo
სენატორი ლინდსი გრემი: ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ გაუგზავნოს უკრაინას ისეთი სარაკეტო სისტემა, რომელიც რუსეთს მისწვდება, უკრაინისა და თავად დემოკრატიის ღალატია
- +

31 მაისი. 2022. 00:32

 

 

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ გაუგზავნოს უკრაინას ისეთი სარაკეტო სისტემა, რომელიც რუსეთს მისწვდება, უკრაინისა და თავად დემოკრატიის ღალატია.

 

„უკრაინა არ ითხოვს ამერიკელ ჯარისკაცებს. უბრალოდ მოწინავე იარაღს ითხოვს პუტინის შემოჭრისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნა სენატორმა.

 

ლინდსი გრემმა ასევე განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ შეშინებულია რუსული რიტორიკით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner