„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ გაუგზავნოს უკრაინას ისეთი სარაკეტო სისტემა, რომელიც რუსეთს მისწვდება, უკრაინისა და თავად დემოკრატიის ღალატია.
„უკრაინა არ ითხოვს ამერიკელ ჯარისკაცებს. უბრალოდ მოწინავე იარაღს ითხოვს პუტინის შემოჭრისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნა სენატორმა.
ლინდსი გრემმა ასევე განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ შეშინებულია რუსული რიტორიკით.