logo_geo
eng_logo
იბრაჰიმ კალინი: აუცილებელია, რომ შვედეთმა და ფინეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან იმ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას
- +

31 მაისი. 2022. 01:35

 

 

თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა თავის ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ თურქეთს სურს, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ფინეთსა და შვედეთში ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ვიდრე ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს.

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა და იბრაჰიმ კალინმა ნატოსა და უკრაინაში ომზე ისაუბრეს.

 

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია, რომ შვედეთმა და ფინეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან იმ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია თურქული მხარის განცხადებაში.

 

27 მაისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეწყვიტონ ტერორიზმის მხარდაჭერა, თუ ნატოში გაწევრიანება სურთ.

 

25 მაისს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი წინ არ წავა, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს არ გადაჭრიან.

 

13 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner