„თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ“, - ასე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე.
„ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპატიო მისია გაკისრიათ - ადამიანების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე ზრუნვა. ამ მისიას ყოველდღე, მაღალი პროფესიონალიზმით და ერთგულად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ.
საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით ქვეყნის სამსახურისთვის!“ - ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.