logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
- +

31 მაისი. 2022. 11:30

 

 

„თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ“, - ასე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე.

 

„ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპატიო მისია გაკისრიათ - ადამიანების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე ზრუნვა. ამ მისიას ყოველდღე, მაღალი პროფესიონალიზმით და ერთგულად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ.

 

საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით ქვეყნის სამსახურისთვის!“ - ნათქვამია პაპუაშვილის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner