logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა, სოლიდარობა, შრომის დაფასება, სამართლიანი კრიტიკა და ამ პრინციპების დაცვით ქვეყნის ერთიანობის და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა
- +

31 მაისი. 2022. 11:47

 

 

„დღეს ჩვენ, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს ფუნდამენტზე აგებული ქვეყნის პოლიცია, ასევე, მთლიანად ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა, სოლიდარობა, შრომის დაფასება, სამართლიანი კრიტიკა და ამ პრინციპების დაცვით ქვეყნის ერთიანობის, სტაბილური განვითარების და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა“, - განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელთა ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ჩვენი პროფესიული სირთულეების გამო, ხშირად მათთვის არ გვყოფნის დრო, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს - ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის. მადლობა თითოეულ მათგანს, პროფესიულ გზაზე პოლიციელთა მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის. პოლიციელის პროფესიის და ფიცის ერთგულება, სამშობლოსა და თანამოქალაქეებისთვის სიცოცხლის გაწირვა, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა - ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ უკან, ოჯახებში მომლოდინე ადამიანებს კი გისურვებთ, ყოველთვის გეამაყოთ თქვენი ოჯახის წევრი პოლიციელებით  და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უვნებლად, მშვიდობით დაგბრუნებოდეთ საყვარელი ადამიანები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner