„აგერ პირდაპირ აღიარებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიეცემა მას, ვინც ომში ჩაერთვება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმად კალასი აცხადებს, რომ მისი აზრით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოლდოვა და საქართველო ჯერ მზად არ არიან.
„აგერ პირდაპირ აღიარებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიეცემა მას, ვინც ომში ჩაერთვება. უკრაინას აძლევენ სტატუსს ომის სანაცვლოდ, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ. მოლდოვა და საქართველო ისჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვერთვებით ომში!“ - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.