logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მოლდოვასთან არანაირი პრეტენზიები, თუმცა, ცოტა უხერხული ხომ არ იქნება, დსთ-ის წევრ ქვეყანას მიანიჭო და საქართველო სტატუსის გარეშე დატოვო?
- +

31 მაისი. 2022. 13:12

 

 

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, სანდუმ აღნიშნა, რომ დსთ-დან გამოსვლაზე საუბარი ნაადრევია.

 

„მოლდოვასთან არანაირი პრეტენზიები, თუმცა, ცოტა უხერხული ხომ არ იქნება, დსთ-ის წევრ ქვეყანას მიანიჭო და საქართველოს, რომელსაც „ტრიო“-ს (საქართველო, უკრაინა,მოლდოვა) ფორმატში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს რეფორმების თვალსაზრისით, სტატუსის გარეშე დატოვო?! ამავდროულად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გეოპოლიტიკურად სწორი ნაბიჯი იქნება თვითონ ევროპისათვის, რადგან საქართველო რჩება კავკასიასა და უკიდურეს აღმოსავლეთში ერთადერთი, უპირობო პარტნიორი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner