საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კრწანისში, მეშვიდე ოლქში- „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია ბექა ოდიშარია.
ნაძალადევში მეჩვიდმეტე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია სოფო კილაძე.
ნაძალადევში, მეთვრამეტე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება მიხეილ ყაველაშვილი.
ნაძალადევში, მე-19 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია ზაზა გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდაზე, პირველ ოლქში „ქართული ოცნება" არ აყენებს საკუთარ კანდიდატურას, ამ ოლქში დამოუკიდებლად იყრის კენჭს სალომე ზურაბიშვილი.
„ჩვენ ვთვლით, რომ სალომე ზურაბიშვილის ყოფნა ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებები სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ერთადერთი პრეცედენტი."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.