მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონოღია-ბანძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1 917 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის და ლითონის მილები, რკინა-ბეტონის ღია არხები და ცხაურები.
პროექტის ღირებულება 343 342 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ონოღიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.