logo_geo
eng_logo
ბათუმში „მეტრო სითისთან“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს
- +

31 მაისი. 2022. 18:52

 

 

ბათუმში კომპანია „მეტრო სითიში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

 

კომპლექსთან არსებული სავაჭრო ცენტრ „ეუფორიას“ თანამშრომლები შენობის გარეთ გამოვიდნენ.

 

სავაჭრო ცენტის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება სთხოვეს. ისინი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

 

„მეტრო სითის“ დირექტორი რაულ კახაძე, გავრცელებულ ინფორმაციას თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის დაკავების თაობაზე არ ადასტურებს.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შენობაში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, თუმცა, კონკრეტულ განცხადებას კომპანია მოგვიანებით გააკეთებს.

 

„დაკავების ფაქტს არ ვადასტურებთ, ვერკვევით სიტუაციაში. დეტალები არ ვიცით“, - აღნიშნა რაულ კახაძემ.

 

სავაჭრო ცენტრ „ეუფორიას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს მხარდაჭერას უცხადებენ და სოლიდარობის მიზნით სავაჭრო ცენტრის შენობასთან იკრიბებიან.

 

„არ დავუშვებთ გალიფ ოზთურქის დაკავებას, ის კარგი ხელმძღვანელი და კარი ადამიანია“, - აღნიშნეს თანამშრომლებმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner