logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: 300 წლის შემდეგ საქართველო და ქართველები წმინდა მიწაზე დავბრუნდით
- +

31 მაისი. 2022. 19:46

 

 

 “ალბათ, ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება”- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ალბათ, ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მონაწილე ხდები...

 

300 წლის შემდეგ საქართველო და ქართველები წმინდა მიწაზე დავბრუნდით - მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა

 

გადმოცემის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის პრინც ღაზისთან ერთად დაესწრო.

 

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო  ქართული დელეგაციის უმაღლეს სამღვდელო პირებთან შეხვედრა.

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაცხოვრის საფლავის რაინდის უმაღლესი ჯილდოთი, ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოვლის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა, რაც უმნიშვნელოვანესია.

ეს არის გამონაკლისის სახით გაცემული ჯილდო, რომელიც  იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ ძალიან იშვიათ შემთხვევებში გაიცემა...

 

ნამდვილად საამაყო და მისასალმებელია, რომ ის სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდა წილად”- წერს ნინო გიორგობიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner