logo_geo
eng_logo
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი: კარგად გვესმის, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის, მაგრამ მე ასევე მესმის საქართველოს და მოლდოვას ამბიციები
- +

31 მაისი. 2022. 20:09

 

 

კარგად გვესმის რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის,მაგრამ მე ასევე მესმის საქართველოს და მოლდოვას ამბიციები, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, დებატებზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს, თუმცა, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კონსესუსი არ მიღწეულა.

 

„უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ წარმოადგინეს აპლიკაციები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ველოდებით ევროკომისიის მოსაზრებებს. ასე მიდის პროცესი - ჯერ ქვეყანამ უნდა გააკეთოს განაცხადი, საბჭო კომისიას მიმართავს და კომისია ადგენს კითხვარს, იღებს პასუხებს და რეკომენდაციების მომზადებას იწყებს. კომისიის მოსაზრებების გაცნობის შემდეგ გვექნება დებატები ივნისში. ხორვატია ზოგადად მხარს უჭერს ევროპულ მისწრაფებებს და ეს პირველ რიგში ეხება ჩვენს მეზობლებს, მაგრამ ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე სამი ქვეყნის მისწრაფებას. ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ შევეხეთ დებატებზე ამ თემას. ვერ ვიტყვი რომ კონსენსუსია ამ ეტაპზე. მე, როგორც ხორვატიის პრემიერი და იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც ევროკავშირში ბოლოს შევიდა, ვამბობ, რომ ვიცით რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი, ვიცით რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს კანდიდატის სტატუსი. პირველ რიგში, კარგად გვესმის რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის, მაგრამ მე ასევე მესმის საქართველოს და მოლდოვას ამბიციები“, - განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა,

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner