აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტებისთვის დაჩქარებული გასაუბრების შეზღუდულ რაოდენობას ამატებს. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„აშშ-ის მისია საქართველოში მიესალმება შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველ აპლიკანტებს და სავიზო პროცესის გაადვილებისთვის მუშაობას აგრძელებს. გვსურს, შეგატყობინოთ, რომ საკონსულო განყოფილება ამატებს დაჩქარებული გასაუბრების შეზღუდულ რაოდენობას სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის, რომელთა მგზავრობის მიზანი არის სწავლის დაწყება ან გაგრძელება აშშ-ში დასაბუთებული სწავლისთვის და რომელთა პროგრამის დაწყების თარიღი დაჩქარებული გასაუბრების მოთხოვნის თარიღიდან 60 დღის ვადაშია“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.