logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ეჭვი აღარავის ეპარება ევროპის სახალხო პარტიის ტენდენციურობა, ამორალურობასა და საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მიზანმიმართულ მცდელობაში
- +

31 მაისი. 2022. 21:15

 

 

სამართლებრივად წარმოუდგენელი და არასწორია კონკრეტულ სუვერენულ ქვეყანას დამნაშავის გათავისუფლება მოსთხოვო. ასეთი განცხადებებით საკუთარ ქვეყანაში,პოლიტიკურ კარიერას დაასრულებდა ნებისმიერი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას. როგორც ქადაგიძე წერს, ყველანაირ ზღვარს გასცდა ეს პარტია.

 

„ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს პარტია... ერთი, რომ სამართლებრივად წარმოუდგენელი და არასწორია კონკრეტულ სუვერენულ ქვეყანას დამნაშავის გათავისუფლება მოსთხოვო. ასეთი განცხადებებით საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას დაასრულებდა ნებისმიერი... და მეორე მორალური მხარეა, რომ სააკაშვილის მსჯავრდებაში, რომელშიც ევროპულმა მართლმსაჯულებამ ლომის წილი გაიღო და ქართულ საზოგადოებას ერთ მაგალითად - „სანდრო გირგვლიანის საქმეც“ ყოფნის, რომელშიც არათუ უფლებამოსილების გადამეტება, არამედ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა და სამართალი კომპრომისს არ ითვალისწინებს...

 

თუმცა, ეჭვი აღარავის ეპარება ევროპის სახალხო პარტიის ტენდენციურობა, ამორალურობასა და საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მიზანმიმართულ მცდელობაში... საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, სადაც დამნაშავის მსჯავრს არა ჟიგიმანტას-პავილიონისები არამედ, სასამართლო ხელისუფლება განსაზღვრავს!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner