უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ იჩქარებს ტერიტორიების დეოკუპაციას, თუ ამას ათიათასობით მსხვერპლი დასჭირდება, თუმცა დაელოდება საჭირო შეიარაღებას.
„ჩვენ არ ვართ მიბმულნი დეოკუპაციის თარიღთან. ჩვენ ხალხთან ვართ მიბმულნი. თუ ჩვენი ესა თუ ის ნაბიჯი, ჩვენი ოპერაციები, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის დეოკუპაციასთან, დაკავშირებული იქნება ათიათასობით მსხვერპლთან, მაშინ დაველოდებით შესაბამის შეიარაღებას ჩვენი ხალხის მაქსიმალურად გადასარჩენად, რადგან ეს ტერიტორიები ცოცხალი უკრაინელების გარეშე, სიმართლე გითხრათ, არ არის ჩვენი პრიორიტეტი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში, შესაბამისი იარაღის რაოდენობის უქონლობის გამო, უკრაინელ სამხედროებს სირთულეები აქვთ.