logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ძმებ კაკულიებს ბრალდება წარუდგინა
- +

31 მაისი. 2022. 21:21

 

 

პროკურატურამ ძმებს დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულებს თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარება, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთა ედაბათ ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ ადამიანს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

 

აკულიები რომელიმე კონკრეტულ გახმაურებულ საქმესთან კავშირს გამორიცხავენ.

 

სამართალდამცველებმა ძმები დავით და გუგა კაკულიები ორთაჭალაში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააკავეს. დაკავების მოტივთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის პარასკევს, ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტი, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.

 

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად კი, კაკულიების დაკავება, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება. საუბარია ცალკე წარმოებად გამოყოფილ ეპიზოდზე, რომელიც მკვლელობის დამკვეთებს ეხება, თუმცა საგამოძიებო უწყებას, ოფიციალური განმარტება ან მოტივი დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაუსახელებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner