logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „ევროპის სახალხო პარტიამ“ არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ სასამართლო სისტემას „გააწნა სილა“ ამ სამარცხვინო პერფორმანსით
- +

31 მაისი. 2022. 21:24

 

 

იცით რაშია საქმე... მხოლოდ "ევროპის სახალხო პარტიის" დეგრადაცია რომ მიკვირდეს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, სასამართლო სისტემას, კანონმდებლობას "სილა გააწნა" ამ სამარცხვინო პერფორმანსით - მან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ადამიანის უფლებათა კონვენცია ფეხქვეშ მოაქცია, თუნდაც მხოლოდ ორ ეპიზოდთან მიმართებაში: მიხეილ სააკაშვილის სანდრო გვირგვლიანის მკველებზე ხელის დაფარებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ფაქტიურად სიკვდილამდე ცემის შეკვეთის უეჭველი ბრალეულობის ნაწილში, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას.

 

„და უფრო სწორად, მე აღარ მიკვირს პოლონელი დონალდ ტუსკის სამარცხვინო უპრინციპობა და ეროვნული ღირსების საჯაროდ აყრა, როდესაც მისი ქვეყნის პრემირ-მინისტრად ყოფნის არც თუ შორეულ წარსულში - 2013 წელს მან ჯერ მხარი დაუჭირა 1943 წლის 11 ივლისის უკრაინელების მიერ პოლონელების გენოციდის შესახებ სეიმის გადაწყვეტილებას, საჯაროდ დაგმო იმ სისხლიანი "პეტრე-პავლეს ღამის" მოვლენები, ხოლო დღეს ყოველივე ეს თავადვე დავიწყებას მისცა, ისევე - როგორც კრიმინალ სააკაშვილის რეაბილიტაციაზე ღვრიდა დღეს ნიანგის ცრემლებს. უპრინციპო ადამიანზე უფლის მადლი ისევე მოქმედებს, ვითარცა რეზინაზე დენი, ამიტომ მის სახელმწიფოებრიობასთან, ეროვნულ, სქესობრივ, რასობრივ, სარწმუნოებრივ იდენტობასთან დაკავშირებით რაიმე პასუხის მოლოდინით თავს ნუ მოვიტყუებთ“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner