იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის გამოკლებით, ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი წევრი სახელმწიფო უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება.
„კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი სახელმწიფო გამოდის. ყველა, იტალიის გამოკლებით. ამ ქვეყნების წინააღმდეგობის გამო, კანდიდატის სტატუსი ამჟამად პროგნოზირებადი არ არის, მაგრამ რაც შეეხება სწრაფ გზას, მეჩვენება, რომ ევროკომისია ეთანხმება ამ პერსპექტივას“, - აღნიშნა მარიო დრაგიმ.