ოზურგეთი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ფეიზბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე ინფორმაციით, სარკინიგზო რეისები 1 ივნისიდან შესრულდება.
იხილეთ მატარებლის მოძრაობის განრიგი:
ოზურგეთი-ბათუმი
06:10/08:16
ბათუმი-ოზურგეთი
20:55/23:00