უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს, თუმცა გააკრიტიკა სანქციების შეთანხმების მიუღებელი შეფერხება.
„როდესაც სანქციების მე-5 და მე-6 პაკეტებს შორის 50 დღე გავიდა, სიტუაცია ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის ლიდერები კრემლის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ამ პაკეტში შედის რუსულ ნავთობზე ემბარგო, რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება, მილსადენით მიღებულ ნავთობზე,