აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
კითხვაზე - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დასავლური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე ახლა გზაჯვარედინზე იმყოფებიან. მოგეხსენებათ, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თქვენი, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია აქ ძალზე მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სავარაუდოა, რომ ეს სამი ქვეყანა მიაღწევს ამ მნიშვნელოვან ეტაპს? - ნედ პრაისმა უპასუხა:
ეს საკითხი აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების [საქართველო, უკრაინა და მოლდოვა] გვერდით ვიდეგით ამ გზაზე მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას.