logo_geo
eng_logo
ტრამპი: ჩვენი სამართლებრივი სისტემა კორუმპირებულია - ჩვენი მოსამართლეები უაღრესად მიკერძოებულები, კომპრომეტირებული ან უბრალოდ შეშინებულები არიან
- +

1 ივნისი. 2022. 01:09

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მაიკლ სასმანი, ადვოკატი, რომელიც ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასა და დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე.

 

„ჩვენი სამართლებრივი სისტემა კორუმპირებულია, ჩვენი მოსამართლეები უაღრესად მიკერძოებულები, კომპრომეტირებული ან უბრალოდ შეშინებულები არიან. ჩვენი საზღვრები ღიაა, ჩვენი არჩევნები გაყალბებულია, ინფლაცია მძვინვარებს, საწვავისა და საკვების ფასები წარმოუდგენელია [...] ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის და მაიკლ სასმანი უდანაშაულოა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner