უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და წინ მიიწევენ ხარკოვის ოლქის ნაწილებში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენი დამცველები უაღრეს გამბედაობას იჩენენ და ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს აღჭურვილობისა და რიცხოვნობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.