დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სიონის საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II შეასრულებს.
მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.