რეზო ხოფერია ვლადიმერ ბედუკაძის შესახებ წერს და საინტერესო ისტორიას იხსენებს:
„2012 წლის ოქტომბრიდან-2013 წლის თებერვლამდე, ვმუშაობდი სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად. მოგეხსენებათ ხელისუფლების ცვლილების პირველი თვეები განსაკუთრებით რთული იყო და მათ შორის ალბათ ყველაზე რთული სიტუაცია ციხეებში გახლდათ. ამიტომაც მიწევდა ხშირად ყოფნა სხვა და სხვა საპატიმრო დაწესებულებებში, მაგრამ ეხლა ამ სამინისტროს სხვა ნაწილზე მინდა გესაუბროთ. სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებობს სასწავლო ცენტრი, სადაც სტრუქტურის თანამშრომლები სხვა და სხვა სახის მომზადებას გადიან და იმაღლებენ კვალიფიკაციას. მათ შოშის მომზადებას გადიან ციხის ზედამხედველები, ბადრაგები... ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მომიყვა ამ სასწავლო ცენტრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, რომლის სახელიც ახლა სამწუხაროდ აღარ მახსოვს.
მოკლედ საქმე იმაშია, რომ ცენტრში რამოდენიმე თვიანი სწავლების შემდეგ, ზედამხედველის პოზიციაზე დანიშვნამდე აუცილებელი იყო ტესტირების გავლა, სადაც გარდა პროფესიული ცოდნისა, მოწმდებოდა ასევე გონებრივი (IQ) შესაძლებლობები. გაოცებული დავრჩი როდესაც ამ ცენტრის ხემძღვანელმა და მისმა მოადგილემ მითხრეს, რომ მათ ქონდათ მიღებული დაველება, სამსახურში აეყვანათ ის პირები რომლებოც გონებრივი შესაძლებლობებით სხვებზე დაბალ შედეგს ანახებდნენ. პრიორიტეტი ენიჭებოდა ისეთ პირებს, რომლებიც დაუფიქრებლად და გაუაზრებლადაც შეასრულებდნენ ნებისმიერი სახის დავალებას.
რატომ მოვყევი ეს ამბავი... ბედუკაძე სწორედ ამ ტესტირება გავლილი ადამიანია და დარწმუნებული ვარ მისი IQ მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია, ამიტომაც სანამ მის განცხადებებთან დაკავშირებით ფართო დისკუსიების გამართვას დაიწყებდეთ, გახსოვდეთ, რომ საქმე გაქვთ უტვინო და ძალიან ცივსისხლიან ადამიანთან, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით საკუთარი განცხადებების შინაარსაც