logo_geo
eng_logo
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ახალი დაცული ტერიტორიის, კვერეთის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

1 ივნისი. 2022. 12:33

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში, ახალი დაცული ტერიტორიის, კვერეთის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვერეთის აღკვეთილის დაარსება ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება.

 

კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება  ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსის მდგრად მართვას.

ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე სამუშაოები გააცნო. მათ შორის, განსაკუთრებით ხაზი გაესვა კვერეთის აღკვეთილის შექმნის მნიშვნელობასა და სარგებელს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.

 

„კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.

 

სამუშაო შეხვედრის შემდეგ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა გეგმარებითი დაცული ტერიტორია დაათვალიერეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner