logo_geo
eng_logo
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვედრა
- +

1 ივნისი. 2022. 13:14

 

 

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შოთა ხაბარელი   კორეის რესპუბლიკის საქმის დროებით წარმომადგენელს, დაესუ ჩანგს და კორეის რესპუბლიკის კონსულს საქართველოში, კო ოკ სოკოს შეხვდა.

 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი საგამომცემლო მიმართულების განვითარების მიზნით საქართველოს პარლამენტის სტამბის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფის  მე-2 ეტაპის განხილვას დაეთმო.

 

საქართველოს პარლამენტის სტამბის აღჭურვის პროექტი 2019 წელს დაიწყო და პროექტის  პირველ ეტაპზე, კორეის მთავრობამ 50 ათასი აშშ დოლარი გამოყო, ამჯერად კი სტამბის სრულყოფილად აღჭურვისთვის 200 ათასი აშშ  დოლარია გამოყოფილი, რაც სრულფასოვან საგამომცემლო საქმიანობის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

შოთა ხაბარელმა კორეის მხარეს საქართველოს პარლამენტის სტამბის აღჭურვის უზრუნველყოფის ფინანსური მხარდაჭერისთვის და საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

სტამბა პარლამენტს  ყოველწლიური ანგარიშების, მუდმივმოქმედი საბჭოების, კომიტეტების, სასწავლო და კვლევითი ცენტრების საქმიანობის ამსახველი მასალების გამოცემაში, ასევე სხვადასხვა სახის ბროშურების, საინფორმაციო ბუკლეტების მომზადებაში დაეხმარება. შოთა ხაბარელის განცხადებით სრულად აღჭურვილი სტამბა, ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირების გაზრდას და პარლამენტის საქმიანობის უკეთ წარმოჩინებას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner