logo_geo
eng_logo
მედეა ჯანიაშვილი: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
- +

1 ივნისი. 2022. 14:12

 

 

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმის ტურიზმის ანგარიშში საქართველოს დაწინაურებას აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.  მედეა ჯანიაშვილის განცხადებით,  2021 წლის ინდექსში საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა ტურიზმის აღდგენის სწრაფ ტემპს და პანდემიურ პერიოდში გატარებულ სწორ ნაბიჯებს უკავშირდება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აღიარებაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში ტურიზმის განვითარების ინდექსით. 2021 წელს საქართველო 44-ე ადგილზეა, ძირითადად ეს დაფუძნებულია პანდემიის სწორ მართვასა და ტურიზმის აღდგენის სწრაფ დინამიკაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება. ამ ინდექსის მიხედვით ისეთ ქვეყნებს ვუწევთ კონკურენციას და ვუსწრებთ როგორებიც არიან: თურქეთი, ეგვიპტე, ისრაელი, ხორვატია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა. 

 

 მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ანგარიში სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021“  გამოაქვეყნა. რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული.

 

საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა და WEF-ის მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44 ადგილზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner