logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს - მაშინ, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მათთვის მთავარი საკითხი კვლავ სააკაშვილია
- +

1 ივნისი. 2022. 14:25

 

 

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანა ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია, „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწროპარტიული ინტერესების გამოკვეთა აცდენილია ქვეყნისა და ხალხის ინტერესს.

 

„ამ ტექსტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რათა საქართველომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი იმისთვის, რომ ჯერ კომისიამ და შემდეგ ევროპულმა საბჭომ რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი კვლავ სააკაშვილია. ეს კიდევ ერთი, ნათელი დადასტურებაა, რომ სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი აქვთ, რომელიც აცდენილია ქვეყნისა და ხალხის ინტერესს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გამოაქვეყნა. EPP საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და, „ევროპის სახალხო პარტიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner