logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე, ბავშვების, მოსწავლეების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობაზე ვისაუბრეთ
- +

1 ივნისი. 2022. 15:54

 

 

“მნიშვნელოვანია, რომ პატარა ასაკიდანვე,  როდესაც ბავშვები გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობენ, ჩვენც მივეხმაროთ, რათა, ისინი ერთის მხრივ, პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს და მეორეს მხრივ, დაინახონ, რომ მათ ცხოვრებაზე საკუთარი გადაწყვეტილებებით გავლენის მოხდენა შეუძლიათ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პროექტის - „მოსწავლეები გადაწყვეტილებებისთვის“ - პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ყველა ბავშვს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. პარლამენტში გაიმართა ღონისძიება, სადაც ვსაუბრობდით ბავშვების, მოსწავლეების ჩართულობაზე მათ შორის, საპარლამენტო ცხოვრებაში. ასევე, ვიმსჯელეთ სასკოლო გარემოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ბავშვები და მათი უფლებები ყოველთვის გვახსოვდეს. ამ მხრივ საქართველოში დიდი წინსვლაა, მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით.  მიღებულია კოდექსი, რომელმაც სისტემატიზირება მოახდინა იმ ნორმებისა, რომელიც შეეხება ბავშვთა უფლებებს“, - განაცხადა პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner