2021 წლის ივნისში დასრულდა და ოფიციალურად გაიხსნა განახლებული და გაფართოებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი.
სრულად ოპერირებაში შევიდა 30 ათას კვადრატულ მეტრამდე თანამედროვე ტიპის საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით. აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) აქვს და საათში 1 200 მგზავრის გატარება შეუძლია. ტერმინალის გაფართოების შედეგად, აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს დაემატა ახალი სამიმოსვლო ბილიკი G (Golf). ახალი სამიმოსვლო ბილიკი უზრუნველყოფს მაღალი კოდის საჰაერო ხომალდების უსაფრთხო მანევრირებას. ამ პროექტის განხორციელებით შემცირდა საჰაერო ხომალდების მიერ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკავების და მანევრირების დრო, შესაბამისად, მთლიანობაში საგრძნობლად გაიზარდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (აზდ-ის) გამტარუნარიანობა. აღნიშნული პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 ათას კვ/მ ფართობზე.