2021 წელს დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო სალაშქრო ბილიკებისა და თანამდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში 10 დაცულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 1 000 კმ-ზე მეტი სიგრძის სალაშქრო ბილიკების ქსელისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.