logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები კინოთეატრ „კავეაში“ ანიმაციური ფილმის ჩვენებას დაესწრნენ
- +

1 ივნისი. 2022. 17:41

 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

 

მერიის ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, არბოსა და ქვემო ნიქოზის სკოლის მოსწავლეებს კინოთეატრ „კავეაში“ სეანსის დაწყებამდე შეხვდა. ამასთან, ბავშვებმა მულტფილმი „ზღარბი სონიკი“ საბურთალოს სითი მოლში ნახეს.

 

გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კინოთეატრ „კავეას“ თანამშრომლობით მოეწყო. ასევე, აქტივობა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner