„რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზესტაფონში თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ფოტოს აქვეყნებს მინაწერით:
„ეს ჩემი ქმარია - დავით უსუფაშვილი
ესენი ჩემი შვილები არიან - ალექსანდრე და გრიგოლი
ბედნიერება ის არის რაც ამ ფოტოზეა!
დანარჩენი სამსახურია!
ზოგი 10-6-მდეა სამსახურში, კვირაში 5 დღე, მერე შვებულებაც აქვს. ეს კარგია და ასეთი ადამიანების მუდამ მშურდა.
ჩვენ ეს არ გამოგვივიდა. 24 საათი, ან როგორც ამბობენ 24/7/365 ვემსახურებით ქვეყანას!
ისე რომ შემდეგში ბოროტი ტექსტის მოწერას რომ გადაწყვეტთ, ან ჩემთვის, ან ამ ბიჭების ფოტოების ქვეშ, გახსოვდეთ რომ ბედნიერებას თქვენთან არ ვეძებ, მისი პოვნისთვის თქვენი დახმარება არ მჭირდება, 20 წელია ნაპოვნი მაქვს და კიდევ მინიმუმ 40 წელი ვაპირებ მისით ტკბობას და ასე ცხოვრებას.
თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით, თქვენთვის და ან ბიჭებისთვისაც ქვეყნის სამსახურს ვაპირებ.
ამის თქმა მინდოდა მხოლოდ!"