logo_geo
eng_logo
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის (CPI) 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - მთავრობის ანგარიში
- +

1 ივნისი. 2022. 17:47

 

 

კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რაზედაც მიანიშნებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა და რეიტინგის ფარგლებში ნაჩვენები შედეგები.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის (CPI) 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მსოფლიო მასშტაბით კი − 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 6 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში. გლობალური კორუფციის ინდექსის (Global Corruption Index) 2021 წლის რეიტინგში საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 41-ე ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 38-ე პოზიციაზე სახელდება.

„Heritage Foundation-ის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, 2021 წელს საქართველო მე-12 ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, ხოლო ევროპის რეგიონში მე-7 ადგილზეა. „მსოფლიო სამართლის პროექტის“ კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის (World Justice Project: Rule of Law Index) 2021 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანას შორისაა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. Trace International-ის მიერ შემუშავებული ბიზნესის კორუფციის რისკების 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორისაა. საქართველო პირველ ადგილზეა ქვეკომპონენტში − მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner