logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა, 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა
- +

1 ივნისი. 2022. 18:35

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა, 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა. მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.

 

ელენე წელაური, 6 წლის - ელენემ, 112-ში  დედის დასახმარებლად დარეკა. დედა თავს ცუდად გრძნობდა და გონებას კარგავდა. სახლში ელენე უმცროს დებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონამ სრული სიზუსტით აუხსნა ოპერატორს მისამართი და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა.

 

ლუკა ბუცხრიკიძე, 13 წლის - ლუკამ ბებიის დასახმარებლად ქალაქ რუსთავიდან დარეკა. ბებია მაღალი წნევის გამო შეუძლოდ გახდა. აღსანიშნავია, რომ ლუკამ თავისი ხელით გაუზომა ბებიას წნევა, შემდეგ 112-ში დარეკა, ოპერატორს სრული სიზუსტით აუხსნა მისამართი და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა.

მარიამ ურუშაძე, 14 წლის - მარიამმა 112-ში სრულიად უცნობი ქალბატონის დასახმარებლად დარეკა. მისი გადმოცემით ავტობუსში ქალი წაიქცა და თავი დაარტყა. მარიამმა  სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და ბრიგადის მისვლამდე ქალბატონი მარტო არ დატოვა. 

 

ვახტანგ გილაური, 10 წლის - ვახტანგმა 112-ში ბაბუის დასახმარებლად დარეკა. ოპერატორს, პირველ რიგში, მისამართის შესახებ მიაწოდა სრული ინფორმაცია და ისიც აღნიშნა, რომ ბაბუას ახალი გაკეთებული ჰქონდა გულის ოპერაცია და თავს ცუდად გრძნობდა.

 

პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner