უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქ სევეროდონეცკში ბრძოლა გრძელდება, სადაც რუსული ძალები წინ მიიწევენ.
„მტერმა სევეროდონეცკის ცენტრს მიაღწია და პოზიციების დაკავებას ცდილობს. სიტუაცია ძალიან რთულია. [...] ჩვენ ვიცით მტრის მიზნები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ამ მიზნებს არ მიაღწიონ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა.