logo_geo
eng_logo
კასპში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
- +

1 ივნისი. 2022. 19:08

 

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის სპორტული კომპლექსის დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 

ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც ქალაქის ხუთივე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ გამარჯვების მიღწევას, რომელთაც თანაგუნდელები ოვაციებით ამხნევებდნენ.

ბავშვთა დაცვის დღე ბავშვებს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მიულოცა.  ხუთივე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებს ვახტანგ მაისურაძემ, მოადგილე ზურაბ კოპაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა  სიგელები და სპორტული ინვენტარი გადასცა. 

 

ღონისძიებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებსა და სახელოვნებო სკოლებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner