რუსეთმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა ასეთი მოლაპარაკებები წინასწარ უნდა მომზადდეს.
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო დოკუმენტზე მუშაობა დიდი ხნის წინ შეჩერდა და არ განახლებულა.