“ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ცალსახაა რომ ხელისუფლების პოლიტიკა მშვიდობის შენარჩუნების საქმეში წარმატებული აღმოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და შესანიშნავად იცის თუ რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს არაგონივრული პოლიტიკა,ამიტომ მისი ნაბიჯები პრაგმატული და რაციონალურია.
უკრაინის მოვლენების შემხედვარე აუცილებლად გიჩნდება განცდა,რომ დიდ საშინელებას გადავრჩით.
ჩვენ ხშირად იძულებულნი ვართ მოვისმინოთ რომ ზეგ ნატოში მიგვიღებენ,სამწუხაროდ ეს არ არის რეალობა და უტოპიაა.
ამიტომ გვმართებს პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა.
ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ დღევანდელ დღემდე შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და აგვაცილა კატასტროფა,მაგრამ რუსეთ-ამერიკის ცივ ომში ახალი ეტაპი დგება,ბევრად სასტიკი და მძაფრი.
ამიტომ ახლა გვმართებს მაქსიმალური გონიერება და სიფრთხილე,რომელიც გადამწყვეტია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის”- წერს სანდრო ბრეგაძე.