logo_geo
eng_logo
ბლინკენი: უკრაინამ აშშ დაარწმუნა, რომ აშშ-ის მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს
- +

1 ივნისი. 2022. 20:47

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ დაარწმუნა, რომ აშშ-ის მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

 

„უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ძლიერი ნდობის კავშირი არსებობს“, - აღნიშნა ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე ეს არ არის იმდენად რუსეთის შეკავების საკითხი“, არამედ ის, რომ უკრაინას ჰქონდეს აღჭურვილობა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და, შესაბამისად, ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან.

 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისათვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner