logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები ნატო სურდა, თუმცა უფრო მეტ ნატოსა და ნატოს უფრო მეტ წევრს იღებს
- +

1 ივნისი. 2022. 20:47

 

 

პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა, თუმცა უფრო მეტ ნატოსა და ნატოს უფრო მეტ წევრს იღებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

„ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ ისტორიულია. ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთიან გზას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია უნდა მოხდეს, რის გამოც, ალიანსმა აღმოსავლეთ ნაწილში თავისი ყოფნა გაზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner