logo_geo
eng_logo
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრა
- +

1 ივნისი. 2022. 21:06

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა გააცნო.

 

მისი განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტის ზრდა მიმდინარე წელთან შედარებით გამოწვეულია საქონელისა და მომსახურების და არაფინანსური აქტივების მუხლების ზრდით. საქონელი და მომსახურების მუხლის ზრდა 152 ათასი ლარით, ძირითადად განპირობებულია სხვადასხვა დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე ფასებისა და ტარიფების ზრდით. არაფინანსური აქტივების მუხლის ზრდა 167 ათასი ლარით, ძირითადად განპირობებულია სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელური მოწყობილობების ლიცენზიების სავალდებულო განახლებით.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატის მუხლში 2022 წელთან შედარებით საჭიროა დამატებით 107 ათასი ლარი, თუმცა სამსახური 2023 წლისთვის არ ზრდის შრომის ანაზღაურების მუხლს და აღნიშნული თანხების დაფინანსებას სხვადასხვა ეკონომიების ხარჯზე გეგმავს.

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner